განცხადება |
14:39 - 13.08.2021 | |
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით
ძვირფასო აბონენტებო!
არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, გაცნობებთ, რომ 2021 წლის 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე კომპანია „გლობალ სელის“ ცენტალური ოფისი იმუშავებს დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე.
კომპანია "გლობალ სელი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და გაცნობებთ, რომ საერთაშორისო როუმინგული სიმ-ბარათის შეძენა კვლავაც შესაძლებელია:
ასევე, მოქმედებს საკურიერო სერვისი ვებ-გვერდიდან (www.globalcell.ge) შეძენილი სიმ-ბარათის მიწოდებაზე (თბილისის მასშტაბით მიწოდების სერვისი უფასოა).
სიმ-ბარათზე ბალანსის შევსება შესაძლებელია ნებისმიერი აპრობირებული მეთოდით:
ასევე, უცხოეთში მყოფი აბონენტების უწყვეტი სატელეფონო მომსახურების მიზნით, კვლავაც იმოქმედებს უფასო სატელეფონო ცხელი ხაზი (მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან დარეკვისას): 110 007 და +995 322 420 200
კომპანია „გლობალ სელი“ გისურვებთ ჯანმრთელობას.
|