„გლობალ სელი“ - მთელი ქვეყნის მასშტაბით!
19:56 - 14.01.2023
„გლობალ სელის“ საერთაშორისო სიმ-ბარათის შეძენა, 2023-2024 წლების მანძილზეც, კვლავ მთელი ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში და და ახლა უკვე საზოგადოებრივ ცენტრებშიც, სპეციალური 25%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი!
 

როუმინგში საუკეთესო პირობებისა და მომსახურების მქონე სიმ-ბარათისა და კომპანიის შერჩევის მიზნით, სსიპ „იუსტიციის სახლის“ მიერ ჩატარებულ ღია საჯარო აუქციონში კვლავ კომპანია „გლობალ სელი“ გახდა გამარჯვებული. 

იუსტიციის სახლი საზღვარგარეთ წასვლის მსურველ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღოს მოგზაურობასთან დაკავშირებული ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი სერვისი და პროდუქტი, მათ შორის, „გლობალ სელის“ საერთაშორისო სიმ-ბარათი სპეციალური 25%-იანი ფასდაკლებით.

„გლობალ სელის“ საერთაშორისო სიმ-ბარათის შეძენა შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში და ახლა უკვე საზოგადოებრივ ცენტრებშიც.