შპს „გლობალ სელი“ არის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე 2009 წლის 6 აპრილს რეგისტრირებული ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანია (ს/კ 204567085).
კომპანია "გლობალ სელი" გახლავთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზებული მობილური და ფიქსირებული ქსელების ოპერატორი, რომელსაც მინიჭებული აქვს ათობით ავტორიზებული ნებართვა სრულფასოვანი, გამართული და ხარისხიანი მობილური და ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად.
„გლობალ სელმა“ 2009 წლიდან შესთავაზა საქართველოს მოქალაქეებს ინოვაციური საერთაშორისო/ევროპული სიმ-ბარათები უფასო ზარებით როუმინგში. დროთა განმავლობაში, სერვისებისა და პროდუქტების მუდმივი დახვეწისა და გამრავალფეროვნების პროცესში, კომპანიამ შეძლო, მომხმარებელთათვის შეეთავაზებინა სამოგზაურო სიმ-ბარათი როგორც ევროპული, ისე ამერიკული, ბრიტანული და ქართული ნომრებით. აღსანიშნავია ციფრული სერვისებისა და პროდუქტების განვითარებაც, რისი საშუალებითაც აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ, „გლობალ სელის“ სხვა 20-მდე პროდუქტთან ერთად, მიიღონ როგორც ფიზიკური (SIM CARD), ისე ელექტრონული სიმ-ბარათები (eSIM) მრავალფეროვანი, დახვეწილი და ხელმისაწვდომი სატელეკომუნიკაციო სერვისებით.
გაცნობებთ, რომ "გლობალ სელის" ყველაზე იაფი როუმინგული სერვისებით, მხოლოდ საქართველოს ჭრილში, 100.000-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობს. გარდა ამისა, ჩვენი კორპორატიული მომსახურებით სარგებლობს მრავალი კერძო თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ასევე, უმაღლესი სახელმწიფო ორგანოები.
"გლობალ სელის" სიმ-ბარათები მოქალაქეებისთვის, უკვე მრავალი წელია, ხელმისაწვდომია საქართველოს იუსტიციის სახლის, ასევე, საქართველოს ფოსტის ყველა ფილიალში (მთელი ქვეყნის მასშტაბით).
"გლობალ სელი" პირველი ქართული ტელეკომ ოპერატორია, რომელიც 2024 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) წევრი გახდა.
"გლობალ სელი" ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს და არაერთი ერთობლივი პროექტი აქვს განხორციელებული (მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში) გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან (UNWTO).
ჩვენი მიზანია მუდმივად განახლებადი, ინოვაციური და ყველაზე ხელმისაწვდომი სერვისებით ბაზრის ლიდერობა, ხოლო მთავარი პრიორიტეტი - ჩვენი მომხმარებელია.