GLOBALCELL 2009 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს სატელეკომუნიკაციო სერვისებს სთავაზობს. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს, როგორც მოგზაურობისას, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში, მუდმივი კავშირი. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ყველაფერს ერთ სივრცეში - ინტერნეტს, ზარებსა და SMS-ებს, მარტივად, მოსახერხებლად და თქვენზე მორგებული პირობებით.
რა გვაქცევს GLOBALCELL-ად?
🌍 შეღავათიანი როუმინგული ინტერნეტი
მოგზაურობისას ინტერნეტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - რუკების გამოსაყენებლად, სოციალურ ქსელებში შესასვლელად თუ ახლობლებთან დასაკავშირებლად. GLOBALCELL-ის როუმინგული ინტერნეტპაკეტებით შეგიძლიათ ისარგებლოთ შეღავათიანი ფასებით და საზღვარგარეთაც მარტივად დარჩეთ კავშირზე.
📱 ქართული ნომერი, ზარები და SMS-ები - ყველაფერი ერთ სივრცეში
GLOBALCELL გთავაზობთ ფიზიკურ SIM-სა და eSIM-ს ქართული ნომრით, რომელიც მუდმივი საერთაშორისო გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.ნომრით სარგებლობისთვის სააბონენტო გადასახადის გადახდა არ გიწევთ. მისი საშუალებით შეგიძლიათ დარეკოთ საქართველოში და მიიღოთ ზარები თქვენს ქართულ ნომერზე, მათ შორის საზღვარგარეთ ყოფნისას. ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ სასაუბრო წუთების პაკეტებით და SMS-ების გაგზავნის სერვისით. ასე რომ, თუ მხოლოდ ინტერნეტი არ გყოფნით, ჩვენთან კომუნიკაციისთვის საჭირო სერვისებს ერთ სივრცეში იპოვით.
📲 მარტივი აპლიკაცია და პირადი ჩატი
GLOBALCELL-ის აპლიკაციით მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ და შეიძინოთ თქვენთვის საჭირო სერვისები და პაკეტები.გარდა ამისა, აპლიკაციაში ჩაშენებულია მომხმარებლებს შორის პირდაპირი მიმოწერის ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ერთმანეთს შეტყობინებები გაუგზავნოთ ცენტრალური სერვერის გარეშე. ეს ხელს უწყობს თქვენი მიმოწერის კონფიდენციალურობის დაცვას.
🤝 მხარდაჭერა 24/7-ზე
თუ სერვისის გააქტიურებისას ან გამოყენებისას დახმარება დაგჭირდებათ, ჩვენი მხარდაჭერის გუნდი 24/7-ზე მზად არის თქვენ დასახმარებლად. გარდა ამისა, შეგიძლიათ გვესტუმროთ ჩვენს ფილიალებში - თბილისში, მარი ბროსეს ქუჩა №2-ში, ან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ჩვენი გუნდი სიამოვნებით გაგიწევთ მომსახურებას.
ერთი კომპანია, ბევრი შესაძლებლობა.
ჩვენ გვჯერა, რომ კომუნიკაცია მარტივი, ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, GLOBALCELL-ში შეგიძლიათ ისარგებლოთ როუმინგული ინტერნეტით, ქართული ნომრით, სასაუბრო წუთების პაკეტებით, SMS-ების გაგზავნის სერვისითა და სხვა შესაძლებლობებით.
GLOBALCELL - რაც კავშირისთვის გჭირდება ყველაფერი ერთ სივრცეში. ❤️პაკეტები ნომრები