ისეთი ქალაქია, სადაც უბრალოდ სიარულიც კი მოგზაურობის ნაწილია. შეიძლება კონკრეტული ადგილისკენ მიდიოდე და გზაში უცებ ისეთ ქუჩას, მოედანს ან პატარა კაფეს გადააწყდე, რომელიც საერთოდ არ გქონდა გეგმაში.
ამიტომ რომში ჩემი მთავარი რჩევაა: არ დაგეგმო ყოველი წუთი. მთავარი ადგილები აუცილებლად ნახე, მაგრამ ცოტა დრო ქალაქში უბრალოდ სეირნობისთვისაც დატოვე.
📍 დღე 1 - რომის მთავარი სიმბოლოები
პირველი დღე დაიწყე კოლიზეუმით. შემდეგ გაისეირნე რომის ფორუმისა და პალატინის ბორცვის მიმდებარე ტერიტორიაზე.
შემდეგ ფეხით შეგიძლია გააგრძელო გზა ქალაქის ცენტრისკენ და დღის ბოლოს ნახო ტრევის შადრევანი.
ჩვენი რჩევაა, ტრევისთან მხოლოდ ფოტო არ გადაიღო და მაშინვე არ წახვიდე. აიღე ყავა ან ჯელატო და ცოტა ხნით უბრალოდ დაჯექი ახლომახლო.
📍 დღე 2 - ვატიკანი და საღამო Trastevere-ში
მეორე დღე დაუთმე ვატიკანსა და წმინდა პეტრეს ტაძარს.
თუ ვატიკანის მუზეუმების მონახულებასაც გეგმავ, ბილეთის წინასწარ დაჯავშნა კარგი იდეაა, რადგან რიგები ხშირად საკმაოდ დიდია. წმინდა პეტრეს ტაძრის შემდეგ შეგიძლია ფეხით გაიარო Castel Sant'Angelo-სკენ და შემდეგ ქალაქის ცენტრში გააგრძელო სეირნობა.
საღამოს აუცილებლად წადი Trastevere-ში.
ეს რომის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და ატმოსფერული უბანია - ვიწრო ქუჩები, პატარა რესტორნები და საღამოს უამრავი ადამიანი გარეთ.
უბრალოდ იარე ქუჩებში და პირველი ტურისტული რესტორანი არ აირჩიო - ცოტა გადაუხვიე გვერდით ქუჩებში, სადაც უფრო მშვიდი და საინტერესო ადგილები შეიძლება აღმოაჩინო.
📍 დღე 3 - მშვიდი რომი და ქალაქის ხედები
მესამე დღე ცოტა უფრო მშვიდად გაატარე.
გაისეირნე Villa Borghese-ში და შემდეგ გადადი Pincio Terrace-ზე, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება.
თუ გინდა რომის ცოტა უფრო ადგილობრივი მხარეც ნახო, შეგიძლია გაემართო Testaccio-სკენ - აქ შეხვდები ადგილობრივ ბაზრებს, პიცერიებსა და რომაული ქუჩის საჭმელს.
რა უნდა გასინჯო?
რომში აუცილებლად სცადე:
- Cacio e Pepe
- Carbonara
- რომაული პიცა
- Gelato
- იტალიური ესპრესო
პატარა რჩევა: იტალიაში ჯელატოს ჭამისთვის განსაკუთრებული მიზეზი ნამდვილად არ გჭირდება. 😄
იყავი ონლაინ რომში
რომში ბევრი რამ ფეხით უნდა იპოვო, ამიტომ ინტერნეტი განსაკუთრებით გამოგადგება რუკებისთვის, ტრანსპორტისთვის და ახალი ადგილების მოსაძებნად.