“გლობალ სელის“ მიზანი სატელეკომუნიკაციო სივრცეში ლიდერის პოზიციის დამკვიდრებაა, რისი მიღწევაც შესაძლებელია მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებით. წარმატების საიდუმლო კი ჩვენი გუნდის თითოეულ წევრშია. ჩვენი გუნდი მუდმივ მზადყოფნაშია აბონენტებს პროფესიონალური კონსულტაცია გაუწიონ და შეისწავლონ მათი მოთხოვნილებები. თითოეული ჩვენგანი აბსოლუტურად აცნობიერებს დაკისრებულ მოვალეობას და, როგორც პიროვნულად, ასევე, პროფესიულად იზრდება. „გლობალ სელი” - ერთი გუნდია, რომელიც მუდმივად ზრუნავს აბონენტთა კომფორტზე.
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი, გამოგვიგზავნეთ სამოტივაციო წერილი: [email protected].